პატივცემულო ადვოკატებო!

9 აგვისტო 2016

2013  წლის 27  ნოემბერს  „ადვოკატთა შესახებ“ კანონის  მე-7 მუხლს დაემატა11  პუნქტი, რომლის  თანახმად: ადვოკატი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითგათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების ფორმას  აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.

2014 წლის 2 ოქტომბრეს ს.ს.ი.პ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა  გამოსცა ბრძანებება N2: „ადვოკატის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის წარდგენილი ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად,  გთხოვთ  გაეცნოთ  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ივლისის N3/4966-16 ბრძანებას,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზილუციების  შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს N1267(1999) რეზოლუციის საფუძველზე დაწესებულ სანქციებსდაქვემდებარებულ პირთა სიას, იხილეთ დანართი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი